ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგო, სავარაუდოდ, მამინაცვალმა მოკლა- მასზე შემაკავებელი ორდერი პოლიციამ დღეს გასცა

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგო, სავარაუდოდ, მამინაცვალმა მოკლა, – ამის შესახებ ვარაუდს გარდაცვლილის მეზობლები გამოთქვენ.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული გარდაცვლილის დედასთან შერიგებას ითხოვდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოფილ ცოლს შვილის მოკვლით ემუქრებოდა. პოლიციამ მკვლელობამდე შემაკავებელი ორდერი გასცა. ამის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რაც დედამ შვილის მკვლელობის შესახებ შეიტყო და თქვა რომ თავის ყოფილ ქმარზე შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული.

შეგახსენებთ, რომ ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგო ყელის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, გოგონა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. გოგონა ბარნოვზე დასთან სტუმრად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები