საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შეთანხმდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭუნ შანი შეხვედრაზე, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალიწინებული სარგებელი, რისთვისაც ორივე მხარე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან გამართა შეხვედრები ჩინეთის სამთავრობო და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან, აგრეთვე მოხსენებით გამოვიდა ჩინეთის სახალხო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაზე, რომელიც „სარტყელისა და გზის” ინიციატივის მაკროეკონომიკურ და ფინანსურ პლატფორმების განხილვას მიეძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები