წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გამოფენას – „ფიროსმანი და ზდანევიჩები“ უმასპინძლებს

15 აპრილს, 15:00 საათზე, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამოფენა „ფიროსმანი და ზდანევიჩები“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა „ფიროსმანი და ზდანევიჩები” წინანდალის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ – მუზეუმში, წარმოგვიდგენს ქართული კულტურის სამ პერსონას: ნიკო ფიროსმანს, კირილე და ილია ზდანევიჩებს, რომელთა ცხოვრება და შემოქმედება მოცულია ფიროსმანის სამყაროთი და ემოციური ინტონაციით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნიკო ფიროსმანის “ნატურმორტი შაქრის თავით“, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმიდან, კირილე ზდანევიჩის ფერადი გრაფიკა – კერძო კოლექციებიდან /„ბაია გალერეა“/, ილია ზდანევიჩის პუბლიკაციები /კერძო კოლექცია/.
საუკუნის დასაწყისში დაწყებული ურთიერთობა, რომელიც ერთ საუკუნეზე მეტს ითვლის, წინანდლის გამოფენაზე გრძელდება. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნიკო ფიროსმანის „ნატურმორტი შაქრის თავით“ – მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმიდან, კირილე ზდანევიჩის ფერადი გრაფიკა – კერძო კოლექციებიდან და ილია ზდანევიჩის პუბლიკაციები კერძო კოლექციიდან. ექსპოზიცია ქართული კულტურის სამ პერსონას, ნიკო ფიროსმანს, კირილე და ილია ზდანევიჩებს წარმოადგენს.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართული კულტურის სივრცეში მიმდინარე დინამიკური და მრავალფეროვანი მოვლენების ფონზე, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების აღმოჩენა სენსაციური ფაქტია, მითუმეტეს, რომ აღმომჩენები იმ პერიოდისა და შემდგომი ეპოქის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, როგორიც იყვნენ ილია და კირილე ზდანევიჩები.
ფიროსმანის აღმომჩენთა რიგებში, ზდანევიჩებთან ერთად, ფრანგი მხატვარი მიხეილ ლე დანტიუ, კოლაუ ჩერნიავსკი და სხვა პირებიც იყვნენ, მაგრამ ძმები ზდანევიჩები იდგნენ აღმოჩენის სათავეში, მათი მონაწილეობით იგეგმებოდა და ვითარდებოდა პროცესი, რომლის საშუალებით საქართველომ და მსოფლიომ მიიღო ეს მხატვარი. ზდანევიჩები /პოეტი, მწერალი და ფილოსოფოსი ილია – ილიაზდი, მხატვარი, ფუტურისტი – კირილე/, საუკუნის დასაწყისში მიმდინარე მოვლენების ავანგარდში იდგნენ და ქართულ ხელოვნებაში განხორციელებული კულტურული მიგრაციის პროცესს მართავდნენ. ქართველი და უცხოელი, ევროპიდან და რუსეთიდან ემიგრირებულ მხატვრების, მწერლებისა და პოეტების ჯგუფი ქმნიდა იმ პერიოდის ქართული კულტურის უნიკალურ ნახაზს, რომლის პოლისტრუქტურულ სივრცეში მთასავით აღმოცენდა ფიროსმანის ფიგურა. ზდანევიჩების არქივში, პუბლიკაციებში თუ ნახატებში, ყველგან ფიგურირებს ფიროსმანი, წყალქვეშა მდინარესავით მიჰყვება მათ ცხოვრებას და შემოქმედებას. მისი სამყაროთი, თემებით, განცდით გამსჭვალულია ორივე ძმის შემოქმედება – აქაც, საბჭოთა საქართველოს სახეცვლილ გარემოში – კირილეს ნახატებში და საფრანგეთში ემიგრირებულ ილიას პუბლიკაციებშიც. პარიზშიც გრძელდება ილიასა და ფიროსმანის უხილავი თანაარსებობა, იმდენად, რომ ილიაზდის გავლენით, პიკასო ხატავს მის პორტრეტს, ილიაზდის პუბლიკაციისათვის “ფიროსმანი. 1914 წელი”.

კურატორები: თათია ღვინერია, ბაია წიქორიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები