საფრანგეთში პროფკავშირებმა მასობრივი გაფიცვები დაიწყეს, ამით ისინი პენსიების რეფორმის შესახებ მთავრობის გეგმას გამოეხმაურნენ.
ამასთან, პროფკავშირები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს მიერ დაგეგმილ ბიუჯეტის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და საჯარო სერვისებისთვის დაფინანსების გაზრდას, მდიდრებზე მაღალი გადასახადების დაწესებასა და სახელმწიფო საპენსიო სისტემის არაპოპულარული ცვლილებების გაუქმებას ითხოვენ.
გაფიცვები შეეხო ტრანსპორტს, საჯარო სექტორსა და მრეწველობის სხვადასხვა სფეროს.
პროფკავშირები აცხადებენ, რომ რეფორმა „სამსახურის პირობებს ასუსტებს“ და სოციალური დაცვის სისტემას არღვევს.
ქუჩებში დაახლოებით 800 000 ადამიანის გასვლას ვარაუდობენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დილიდან პოლიციამ უკვე 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
მთავრობა მოუწოდებს მხარეებს მოლაპარაკებებისკენ, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.