მამუკა ბახტაძე: საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია

ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც დღეს საბანკო სისტემაშია, ფაქტობრივად, ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში განაცხადა, სადაც „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია „Microsoft”-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ბახტაძის თქმით, საქართველოს საბანკო სისტემა არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც დღეს საბანკო სისტემაშია, ფაქტობრივად, ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა, საქარველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას. შესაბამისად, საჭიროდ ჩავთვალეთ, ალტერნატიული წყაროს შექმნის ინიციატივა, რომელსაც ვუწოდეთ სასტარტო კაპიტალის შექმნის რეფორმა!“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები