დავით ჭიჭინაძე: არ ვთვლი, რომ ჩვენი ურთიერთობის დალაგებაში ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩაერთოს

არ ვთვლი, რომ ჩვენი ურთიერთობის დალაგებაში ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩაერთოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით ჭიჭინაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენცაზე განაცხადა.
ჭიჭინაძემ დეპუტატ ნუკრი ქანთარიას პოზიცია შეაფასა.
„თუ ადამიანი ქვეყნის მართვაში არ ერევა, რა საჭიროა, რომ ზრდასრული ადამიანების ურთიერთობის დალაგებაში ჩაერთოს. ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა ძალიან დადებითი როლი, როდესაც 2011-2012 წლებში ქართველი ერის საკუთარი თავის გარშემო გაერთიანება მოახერხა –  ის ისტორიული მისია, რომელიც ასე საჭირო იყო ქართველი ხალხისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მმართველი ძალა, წასულიყო პოლიტიკური ასპარეზიდან,  შეასრულა და შემდეგ გადადგა. არ ვთვლი, რომ ჩვენი ურთიერთობის დალაგებაში ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩაერთოს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ დროა, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების წინაშე წარსდგეს და მიმდინარე პროცესებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროს.
ამის შესახებ დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები