ხვალ, სამგორის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
ხვალ, 11.00 საათიდან გეგმური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამგორის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
„11 აპრილს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორში, აეროდრომის დასახლების მე-3, მე-4, მე-6 ქუჩების, კალოუბნის ქუჩის №7, ჯავახეთის ქუჩის №2, №4, №6, №8, №10, ჯავახეთის I შესახვევის №1, №2, №3, №4, №5, №7, №9, ჯავახეთის III შესახვევის №5-ში მცხოვრებ მოსახლეობას და მიმდებარედ არსებული კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.
გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება ხვალვე, 16:00 საათიდან და დასრულდება 17:30 საათამდე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.