ვარიანში 2 წლის გოგონას საფლავის ქვა დაეცა
2 წლის გოგონა, რომელსაც სოფელ ვარიანში საფლავის ქვა დაეცა, „გორმედის“ სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს და მან საავადმყოფო უკვე დატოვა.
როგორც „კვირას“ სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურში განუცხადეს, ბავშვს წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა და ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს.
მათივე ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
შემთხვევა გუშინ, გორის რაიონის სოფელ ვარიანში მოხდა.