თეა წულუკიანი: ჩვენ მხოლოდ ერთად ყოფნით ვართ ძლიერები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთმანეთის შესანარჩუნებლად
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გუნდის დატოვებას უკავშირდება, განაცხადა, რომ დღესდღეობით მაღალი ხარისხის დემოკრატიული პროცესი არსებობს, რომლის მიხედვითაც, ყველა თავის მოსაზრებას ღიად აფიქსირებს.
მისივე თქმით, გუნდი ერთად ყოფნითაა ძლიერი. „ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს გვაქვს გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის დემოკრატიული პროცესი, რომლის ფარგლებშიც არ არის აკრძალული, ღიად ითქვას, რას ვფიქრობთ ამა თუ იმ თემაზე. მაგრამ, ამ პირობებშიც, მიუხედავად მაღალი ხარისხის თავისუფლებისა და დემოკრატიისა, მეც, სხვებმაც და ყველამ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ერთმანეთი შევინარჩუნოთ. ჩვენ მხოლოდ ერთად ყოფნით ვართ ძლიერები. კარგი იქნება, თუ ამ ერთიანობის სულისკვეთებას ყველა ხელს შევუწყობთ და არ გვეყოლებიან ადამიანები, რომელთან ერთადაც დიდი ხანია, ვიბრძვით და ერთ დღეს აღარ იყვნენ ჩვენთან ერთად. ეს, რა თქმა უნდა, დიდი დანაკარგია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.