ბათუმი – ქობულეთის საავტომობილო გზაზე, ავარიის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა
ბათუმი – ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ჩაქვის გვირაბთან მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამი დაშავებული ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, ხოლო ერთი დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მოქალაქეები მსუბუქად დაშავდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.