გედევან ფოფხაძე: მე უკან დასახევი არაფერი მჭირს
მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შეურაცხყოფილია ჩემი განცხადებით, ეს პერსონალურად თქვას, – ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
„მე ჩემი პოზიცია მაქვს და ამ პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ. წინა მოწვევის პარლამენტში „თავისუფალ დემოკრატებში“ ვიყავი. მათ უმრავლესობა დატოვეს, მაგრამ მე არ ჩავთვალე საჭიროდ დამეტოვებინა უმრავლესობა. ჩემი მანდატი 76-ე მანდატი იყო მაშინ უმრავლესობისთვის და უმრავლესობა შენარჩუნდა სწორედ ამის ხარჯზე.
მე არა მგონია, რომ რაიმე წინასწარი პირობები უნდა დავაყენო. მე მგონია, რომ პირველ რიგში, უნდა დავილაპარაკოთ და ვნახოთ, ვინ არის მტყუანი და ვინ – მართალი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ „რუსთავი 2“ -თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადება გასულ სასესიო კვირას გააკეთა.
მისი უმრავლესობიდან წასვლის მიზეზი თანაგუნდელების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა გახდა.