არჩილ თალაკვაძე: უმრავლესობა მე-9 მოწვევის პარლამენტში 2020 წლის ოქტომბრამდე იმუშავებს
უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უმრავლესობა მე-9 მოწვევის პარლამენტში 2020 წლის ოქტომბრამდე იმუშავებს. როგორც მან უმრავლესობის შემადგენლობიდან ცალკეული დეპუტატების შესაძლო გასვლის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, მმართველი გუნდი ერთობლივად იღებს გადაწყვეტილებას ყველა სტრატეგიულ საკითხზე.
„ეს არის ნორმალური პროცესი და დემოკრატიის ნაწილი. უმრავლესობა მე-9 მოწვევის პარლამენტში 2020 წლის ოქტომბრამდე იმუშავებს. მმართველი გუნდი დასახულ ამოცანებს წარმატებით ასრულებს. ამაზე მიუთითებს საკონსტიტუციო რეფორმა, რომელზეც იყო სრული კონსოლიდაცია, ჩვენ ასევე ერთობლივად გამოვდივართ ყველა სტრატეგიულ საკითხზე. რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას, ეს შიდა კონსულტაციით გადაწყდება და დრამატულს ვერაფერს ვხედავ“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.