შოთა შალელაშვილი: ჩემთვის მიუღებელი და დასაგმობია ნებისმიერი სახის ძალადობა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
“ჩვენ, ყველა ერთად, სტუმარიც და მასპინძელიც თანაბრად ვალდებული ვართ პატივი ვცეთ საქართველოს ინტერესებს და ეს იქნება ხელყოფილი, თუ ჩვენ სათანადოდ პატივს არ ვცემთ ქართულ კანონმდებლობას. ჩემთვის მიუღებელია, რომ ჩვენი სტუმრები იყოს დაძაბული, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენი ადათ-წესის, ტრადიციის ან კანონის არმცოდნე სტუმარი, ვინც უნებლიედ დაუშვებს შეცდომას, მოექცეს აგრესიის ქვეშ.

მსურს გამოვეხმაურო თბილისის მერის, ბატონი კახი კალაძის ინიციატივას, რომ იმავე მოედანზე მოხდეს ამხანაგური თამაშის ორგანიზება სასწავლებლად ჩამოსულ აფრიკელ სტუდენტებს და ადგილობრივებს შორის.

ეს არის პასუხისმგებლობის მქონე, ნამდვილი დასავლური ტიპის პოლიტიკოსის განცხადება, ასე იქცევიან დემოკრატიული ქვეყნის ლიდერები, მზად ვარ დავესწრო და მონაწილეობა მივიღო ამ ამხანაგურ თამაშში”, – განაცხადა შალელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები