ორთაჭალაში მომხდარ ავარიას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ორთაჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავებული ოთხი პირი კი სხვადასხვა საავადმყოფოებში მოათავსეს.

რუსთავიდან მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი გზიდან გადავიდა და გაზგასამართ სადგურში შევარდა.

მანქანაში ახალგაზრდა მამაკაცი და 3 ბავშვი იმყოფებოდა. ასევე დაშავდა გაზგასამართი სადგურის ერთი თანამშრომელი. შეჯახების შედეგად, დაზიანდა გაზგასამართი მოწყობილობა და 2 ავტომობილი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო სამსახურები. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება  276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიდმინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები