ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – არიან დაშავებულები (ფოტო)

თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები