თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

თბილისში, დიღომში აღმაშენებლის ხეივანში 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ცნობით, პირველადი დათვალიერებით მამაკაცს ფიზიკური ძალადობის კვალი და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები