„აუდიტორია 115“-ის აქციაზე დაკავებული 5 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

„აუდიტორია 115“-ის აქციაზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი 20 აპრილამდე გადაიდო. დაკავებულები, რომლებიც გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დააკავეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ცნობისათვის, სამართალდამცველებმა გუშინ ხუთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენა ედებათ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

„აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით აქცია-მსვლელობა 6 აპრილს გაიმართა. აქციის მონაწილეები ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები