„აუდიტორია 115“ -ის აქციაზე 5 პირი დააკავეს

„აუდიტორია 115“ -ის მიერ ორგანიზებული აქციის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 5 წევრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. აქციის მონაწილეებმა ი. ჭავჭავაძის გამზირიდან შ.რუსთაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მათ საავტომობილო გზის გადაკეტვა მოისურვეს.
პოლიციის არაერთგზის მოწოდებისა შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება და არ შეეფერხებინათ ავტომანქანების გადაადგილება, ისინი არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 5 პირი: 1992 წელს დაბადებული ც. ც., 1991. წელს დაბადებული კ. გ., 1993 წელს დაბადებული გ. ჟ ს. 1995 წელს დაბადებული ვ. ჩ და 1993 წელს დაბადებული კ. ა. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისათვის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები