ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტლის სტაციონარში 6000 – მდე ნარკოტიკული საშუალების ამპულა დაიკარგა

ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტლის სტაციონარში, რომელსაც კომპანია ”მედ-ემერჯენსს” მართავს, რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოს ორი თანამშრომელი სამსახურში არ გამოჩენილა, ხოლო საწყობში 6000- მდე ამპულაა გამქრალი.
ინფორმაციას, კლინიკაშიც ადასტურებენ.
“ყველა საბუთი და შესაბამისი დოკუმენტაცია გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისთვის,” – ამბობს თემურ ხანთაძე.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 269-ე მუხლით დაიწო, რაც ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები