ხონში, მამაკაცს საკუთარ ჭიშკართან სასწრაფოს მანქანა დაეჯახა – იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

ხონის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 37 წლის მამაკაცი დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან იდგა, როდესაც კერძო კომპანიის სამედიცინო დახმარების ავტომანქანა დაეჯახა.
მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები