პროკურატურის ინიციატივით, აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის, ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის გამართულ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
უწყების ინფორმაციით, „ვაკის პარკში“ შეკრებილ 35 ბავშვს სხვადასხვა გასართობ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა. პატარებმა, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, ფერადი ცარცებით ასფალტი მოხატეს, შემდეგ კი მულტფილმების ცნობილ გმირებთან ერთად იმხიარულეს და სხვადასხვა ატრაქციონზე გაერთნენ. ღონისძიების დასასრულს, უწყების წარმომადგენლებმა და ბავშვებმა სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ტორტი გაჭრეს და ჰაერში ბუშტები გაუშვეს.
აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის, ღონისძიება მთავარი პროკურატურის ორგანიზებით გასულ წლებშიც განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მხარდაჭერას უცხადებს აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საზოგადოების ცხოვრებაში მათ თანასწორ და სრულფასოვან მონაწილეობას, ასევე, აღნიშნული კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები