„ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“ ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“ ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო, გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.„მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში, სამთო ტალღის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა 6 და დაშავდა 3 ადამიანი. დატრიალებული ტრაგედიის გამო, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ თითოეული წევრის სახელით, გვსურს გულითადი სამძიმარი გამოვთქვათ გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახის წევრების წინაშე. დაშავებულ მაღაროელებს კი დროული და სრული გამოჯანმრთელება ვუსურვოთ”,- ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში.