მამუკა მდინარაძე მინდელის შახტაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ტყიბულში, მინდელის შახტაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩემი და ჩვენი ფრაქციის სახელით სამძიმარს ვუცხადებ მინდელის შახტაში გარდაცვლილთა ოჯახებს. ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ განმეორდა. ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია, რომ უსწრაფესად მოხდეს გამოძიება და იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ ეს გამოწვეული იყო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ან რომელიმე პირის თუ პირების გადაცდომით, ამას უნდა მოყვეს უმკაცრესი რეაგირება. ეს გარდაცვლილებს ვეღარაფერს უშველის, მაგრამ სამომავლო პრევენციისათვის და იმ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, რომლებიც ასეთი მაღალი რისკის ორგანიზაციებში მუშაობენ, იქნება სამაგალითო და მომავალში მაინც მაქსიმალურად დაიცავს ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები