ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის კონცერტში მიიღებს მონაწილეობას

ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის კონცერტში მიიღებს მონაწილეობას და სოლოს შეასრულებს. ინფორმაციას ნობელის პრემიის ვებგვერდი ავრცელებს.
ნობელის დაჯილდოების ისტორიაში კონცერტს პირველად გაუძღვება ქალი დირიჟორი – კარინა კანელაკისი სტოკჰოლმის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად.
კონცერტი  8 დეკემბერს, ნობელის პრემიის კვირეულის ფარგლებში გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 16 მაისიდან დაიწყება.

წყარო: www.imedinews. ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები