მოზარდმაყურებელთა თეატრის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით მრავალი ღონისძიება იგეგმება

მოზარდმაყურებელთა თეატრის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 14-18 აპრილის ჩათვლით, სპექტაკლების წარმოდგენები გაიმართება, რომელთაც უცხოეთიდან ჩამოსული სპეციალური სტუმრები დაესწრებიან.
თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საიუბილეო თარიღის ფარგლებში მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი.

14 აპრილი, 12 :00
მოზარდმაყურებელთა თეატრის მთავარ ფოიეში გაიხსნება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ისტორიული მასალა, თეატრის დაარსების დღიდან დღემდე.
„შოუ ქეისის“ ფარგლებში წარმოვადგენილი იქნება შექსპირის „აურზაური არაფრის გამო” (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), დასაწყისი: 12:30;
” შვლის ნუკრის ნაამბობი” (რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი), დასაწყისი: 18:00;
” ბილოქსი ბლუზი” (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), დასაწყისი: 19:00.

15 აპრილი
“რწყილი და ჭიანჭველა” (რეჟისორები: დიმიტრი ხვთისიაშვილი/გია მარღანია), დასაწყისი: 12:00;
“წითელქუდა” (რეჟისორი ოთარ ბაღათურია), დასაწყისი: 13:00;
“EVANGELION” ქორეოდრამა ერთ მოქმედებად (რეჟისორი და ქორეოგრაფი გია მარღანია), დასაწყისი: 19:00;
” ღამე და თუთიყუში” (რუსულ ენაზე), რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, ექსპერიმენტული სცენა, დასაწყისი: 20:00;

17 აპრილი
“სევილიელი დალაქი” ( რუსულ ენაზე), რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი, დასაწყისი: 12:00;
“შვლის ნუკრის ნაამბობი” ( რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი), დასაწყისი: 15:00;
” რინეს ბედნიერება” ( რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), დასაწყისი: 13:00;
არტურ მილერის გახმაურებული დრამა ” სეილემის პროცესი” (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), დასაწყისი: 18:00;

18 აპრილი
საიუბილეო საღამო-ალბომის პრეზენტაცია: „მოზარდმაყურებელთა თეატრი – 90″.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები