„ჯეკ დენიელსის“ კუსტარულად დამზადების გამო ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება – გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ბრალდებული, ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული, კუსტარულად დამზადებული ფალსიფიცირებული  ალკოჰოლური სასმელის – ვისკი „ჯეკ დენიელსის“ რეალიზაციას ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული 87 ბოთლი ვისკი და 93 ერთეული ყალბი აქციზური მარკა.

გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის და მე – 200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით  მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები