ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დანით მოკლეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში 30-წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს.
სერგო მ. გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
„კვირას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
სოფელ ალში მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შიდა ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა   ერთობლივი მუშაობის შედეგად, დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს.
სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, რომელიც დანაშაულს აღიარებს.
ამასთან, ამოღებულია მკვლელობის იარაღი – ბასრი საგანი, დანა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები