მამაკაცს, რომელმაც ცოლზე იძალადა, პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ე.ნ. დამნაშავედ სცნო, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე.ნ.-მ 2018 წლის 12 იანვარს, ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, მეუღლის ნ.ი.-ს მიმართ ძალადობა ჩაიდინა, რა დროსაც მუშტის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა. სამართალდამცველებმა ე.ნ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები