„ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლემ გიორგი ხუფენიამ გერმანიაში ლაურეატის წოდება მოიპოვა

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლემ გიორგი ხუფენიამ გერმანიის საერთაშორისო კონკურსზე – „Musical Fireworks at Baden-Württemberg“  I პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა. ამ ინფორმაციას სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ ავრცელებს, ულოცავს თავის აღსაზრდელს და მის პედაგოგს, ასოცირებულ პროფესორს, მერი ჟვანიას ამ გამარჯვებას. მომავალშიც დიდ შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს!
სკოლის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები