სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილი ახლა ეძებს არენას, სადაც თავის ტაკიმასხარულ ვნებებს დაიკმაყოფილებს

მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსი, აღარ არის, ახლა ეძებს ადგილს, სადაც შეუძლია, იტინგიცოს – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის კომენტირებისას განაცხადა.

სუბარის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა და მოიხდის სასჯელს, რომელზეც უკვე აქვს განაჩენი გამოტანილი.

„მიხეილ სააკაშვილმა ბოლომდე გაიაზრა, რომ მისი ადგილი აღარ არის არც უკრაინაში, ახლა ეძებს არენას, სადაც თავის ტაკიმასხარულვნებებს დაიკმაყოფილებს. როგორც პოლიტიკოსი, აღარ არის, ახლა ეძებს ადგილს, სადაც შეუძლია, იტინგიცოს. მას არ აქვს ადგილი, სადაც შეიძლება თავს კარგად გრძნობდეს. უსამშობლოს როცა ვამბობ, მის პირად სიტყვებს ვიხსენებ და არაერთხელ უთქვამს, რომ სიტყვა სამშობლო, ზოგადად, არ არის სწორი. არის ქვეყანა, სადაც ის კარგად იქნება და იქნება ძალაუფლებით. სამშობლო მისთვის არ არსებობს. მას ეს ხშირად უთქვამს.დღევანდელი მისი გამოხდომა იმის გამოხატულებაა, რომ უკრაინა იყო მისი სამშობლო, ის არის უკრაინელი პოლიტიკოსი. ახლა შეეგუა, როგორც ჩანს უკრაინიდანაც გამოუშვეს. შესაბამისად, ეძებს ახალ ადგილს.ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ აპირებდა ჩამოსვლას. მისი მხრიდან ესეც ისეთივე ცრუ დაპირებაა, თუმცა, გაძლევთ პირობას, რომ ის აუცილებლად ჩამოვა, წარდგება არა მხოლოდ სასამართლოების წინაშე, არამედ მოიხდის იმ სასჯელსაც, რომელზეც უკვე აქვს განაჩენი გამოტანილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ნიდერლანდებში იმყოფება, აცხადებს, რომ ის საქართველოში დაბრუნებასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გუნდთან ერთად, ხელისუფლების შეცვლაში პირადად მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს ენმ-ის წევრმა ნიკა მელიამ ფეისბუქზე გაავრცელა, სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას დაპირებებსაც აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები