“ცვლილებებით დაცულია ყველას კონსტიტუციური უფლება, რადგან მოსახლეობა არაფერს კარგავს, არამედ იღებს მეტი ღირებულების საკუთრებას და იცხოვრებს უსაფრთხოდ”

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე “სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ” კანონში და თანმდევ კანონპროექტებში განსახორციელებლ ცვლილებებს გამოეხმაურა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებათა პაკეტი ოპტიმალურ შინაარსს გვთავაზობს, რომლის მიხედვით, პირველივე წუთიდან უკლებლივ ყველა მესაკუთრე იქნება გადაწყვეტილების მიღების მონაწილე და შემოთავაზებული ვერსია, რომელიც, ზაზა გაბუნიას თქმით,  კარგი ევროპული მაგალითია, იძლევა შესაძლებლობას გადაწყვეტილებები სამართლიანობის და ლოგიკის საფუძველზე იქნას მიღებული.

“დღეს მოქმედი რედაქცია იძლევა შესაძლებლობას, ერთი ადამიანის კერძო ინტერესმა დააზიანოს და დაჩრდილოს უფრო მეტი ადამიანის ინტერესი და ამით დაზიანდეს საჯარო ინტერესიც. ამიტომ, შემოგვაქვს ნორმა, რომლის მიხედვით უპირატესობა ენიჭება მესაკუთრისა და ქალაქის საჯარო ინტერესს – მოქალაქეებმა იცხოვრონ უსაფრთხო და კეთილმოწყობილ სახლებში.

დაცულია ყველას კონსტიტუციური უფლება, რადგან მოსახლეობა არაფერს კარგავს. პირიქით, იღებს მეტი ღირებულების საკუთრებას და ხდება უსაფრთხო გარემოში ცხოვრების და საკუთრების დამოუკიდებლად განკარგვის კონსტიტუციური უფლების დაცვაც, რასაც მოქმედი რედაქცია ერთგვარად ეწინააღმდეგება, როცა ერთ ადამიანს შეუძლია დანარჩენის ინტერესის უგულებელყოფა და პროექტის ჩაშლა. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ეს ცვლილებები იმოქმედებს იმ შემთხვევებში, როცა თბილისის მერია ახორციელებს რეაბილიტაციას და მაშინ როცა ეს სამუშაოები წინასწარ დადგენილ სარეაბილიტაციო არეალში შესრულდება. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რადგან ამ ცვლილებით უპირატესობა ენიჭება მესაკუთრისა და ქალაქის საჯარო ინტერესს – მოქალაქეებმა იცხოვრონ უსაფრთხო და კეთილმოწყობილ სახლებში”,- აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები