სოფო კილაძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერა სოციალური მუშაკის რეფორმასთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე  ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს, ფელიქს ჰეტს და მის ასისტენტს, პროექტების კოორდინატორს, ირინა სეფერთელაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის  გასაძლიერებლად  მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე,  სოციალური მუშაკის  რეფორმას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერა სოციალური მუშაკის რეფორმასთან დაკავშირებით. ეს არის ფონდი, რომელიც სწორედ სოციალურ თემებზე მუშაობს და რომელიც ჩვენი საიმედო პარტნიორია. ჩვენ ერთად ვამუშავებთ იმ ძალიან დიდ რეფორმას, რომელიც სოციალური მუშაკის ინსტიტუტის განვითარებას  ეხება. ეს რეფორმა ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაკლები ძალადობა, ნაკლები სიღარიბე, ნაკლები არარეალიზებული ადამიანი იქნება, ამ რეფორმის საფუძველზე საზოგადოება გახდება  უფრო მეტად სოლიდარული და პასუხისმგებლობის მაღალი  გრძნობის მქონე”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები