გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტში 2 მაისს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში 2 მაისს წარდგება.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის, შეთანხმება უკვე მიღწეულია.
რეგლამენტის გათვალისწინებით, როგორც წესი, პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე სდომაზე უნდა მივიდეს.
საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს გაიხსნა, თუმცა ამ დრომდე პრეზიდენტი პარლამენტში არ გამოცხადებულა, ვინაიდან გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები