საქართველო ოფიციალურად შეუერთდა კულტურული მემკვიდრეობის წლის ინიციატივას

საქართველო ოფიციალურად შეუერთდა კულტურული მემკვიდრეობის წლის ინიციატივას.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოცხადდა, რაც ევროკომისიის ინიციატივის და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილების შედეგია.
„ევროპული საზოგადოება აცნობიერებს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ევროპული იდენტობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, მის სოლიდურ წვლილს ეკონომიკასა და პოლიტიკაში, კულტურულ მემკვიდრეობას პოლიტიკის უმაღლეს პლატფორმაზე აყენებს.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვისათვის ევროპის მასშტაბით დაგეგმილია მრავალი აქტივობა, რომლის ძირითადი გზავნილებია: დაცვა, ჩართულობა, მდგრადობა და ინოვაცია, რაც, თავის მხრივ, ჩაშლილია ათ ინიციატივაში“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები