ეკონომიკის სამინისტრო იუსტიციის სახლში გადავიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჭოველიძის ქუჩიდან იუსტიციის სახლში გადავიდა, სადაც მანამდე ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული.
მდებარეობა შეიცვალა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომაც. უწყება ჩოლოყაშვილის გამზირზე გადავიდა, სადაც მანამდე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იყო განთავსებული.
ჭოველიძის ქუჩაზე ეკონომიკის სამინისტრო ქირით 2016 წელს გადავიდა. მას შემდეგ, რაც ჭანტურიას N12-ში მდებარე შენობა „ჰუალინგ ჯგუფმა“ შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები