“სააკაშვილს, დაბრუნების შემთხვევაში, ისეთი საკანი ელოდება, სადაც მისი პერიოდისგან განსხვავებით, პატიმრებს აღარ აწამებენ”

“საკუთარი ქვეყნის კანონების პატივისცემას და დაბრუნების შემთხვევაში, მას რაც ელოდება, ეს არის მოსამართლის მიერ გაცემული დაპატიმრების ბრძანება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოს საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ის სამშობლოში ჩამოსვლას და პროგრამების განხორციელებას აპირებს, მის გუნდთან ერთად.
მისივე თქმით, ექს-პრეზიდენტს ელოდება ისეთი საკანი, სადაც მისი პერიოდისგან განსხვავებით, პატიმრებს აღარ აწამებენ.
„თუ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას გადაწყვეტს, მას მართლმსაჯულება ელოდება. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი თუ აცნობიერებს რამე პასუხისმგებლობას, ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს საკუთარი ქვეყნის კანონების პატივისცემას და დაბრუნების შემთხვევაში, მას რაც ელოდება, ეს არის მოსამართლის მიერ გაცემული დაპატიმრების ბრძანება და პენიტენციურ დაწესებულებაში საკანი, სადაც, მისი პერიოდისგან განსხვავებით, პატიმრებს აღარ აწამებენ და თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი პირობებია“, – აცხადებს ეკა ბესელია.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ჩამოვა საქართველოში და თავის გუნდთან ერთად ყველა პროგრამას განახორციელებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა შეიცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები