თინათინ ბოკუჩავა: საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჯერებულები არ ვართ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატზე საბოლოოდ არ შეჯერებულან.
“საპრეზიდენტო კანდიდატზე მიმდინარეობს მსჯელობა, ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა პარტიასთან კონსულტაციები, თუმცა საბოლოოდ კანდიდატზე შეჯერებულები არ ვართ, არც ჩვენ პარტიაში და, რამდენადაც ვიცი, არც სხვა ოპოზიციურ პარტიებში”- განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ნიდერლანდებში იმყოფება, აცხადებს, რომ ის საქართველოში დაბრუნებასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გუნდთან ერთად, ხელისუფლების შეცვლაში პირადად მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. ვიდეო-მიმართვაში, რომელიც დღეს ენმ-ის წევრმა ნიკა მელიამ ფეისბუქზე გაავრცელა, სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას დაპირებებსაც აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები