ნიკა მელია: საპრეზიდენტო კანდიდატი „ნაცმოძრაობას“ ჯერ არ ჰყავს გამოკვეთილი

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საპრეზიდენტო კანდიდატზე სერიოზული მსჯელობა ჯერ არ დაუწყია.
მისივე თქმით, პარტია მზად არის, რომ ფართო ოპოზიციურ კონსულტაციებში მიიღოს მონაწილეობა.
„საპრეზიდენტო კანდიდატზე სერიოზული მსჯელობა პარტიას ჯერ არ დაუწყია. „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, რომ ფართო ოპოზიციურ კონსულტაციებში მიიღოს მონაწილეობა, თუკი შესაძლებელი გახდება ოპოზიციის კანდიდატზე შევთანხმდეთ. ამ პროცესს ჩვენ ხელს შევუწყობთ, თუმცა, საპრეზიდენტო კანდიდატი „ნაცმოძრაობას“ არ ჰყავს გამოკვეთილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ნიდერლანდებში იმყოფება, აცხადებს, რომ ის საქართველოში დაბრუნებასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდთან ერთად ხელისუფლების შეცვლაში პირადად მონაწილეობის მიღებას გეგმავს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ხელისუფლება უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ“.
ვიდეო-მიმართვაში, რომელიც დღეს ენმ-ის წევრმა ნიკა მელიამ ფეისბუქზე გაავრცელა, სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას დაპირებებსაც აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები