ვაჩე რაინდელის წიგნების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართება

12 აპრილს, 18.00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში  გაიმართება ვაჩე რაინდელის წიგნების – „ხიდის“ და „ზღვა და მეზღვაურის“ წარდგენა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კრებული “ხიდი” დაიბეჭდა გამომცემლობა „კალმოსანში“ უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტების დაფინანსებით.
წიგნების წარდგინების პარალელურად, მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომელიც შეეხება აფხაზეთს, სამაჩაბლოს, ტაო-კლარჯეთს, ლაზეთს, ლორესა და ჰერეთს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
(მის: გუდიაშვილის 7)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები