რომან გოცირიძე: საპრეზიდენტო კანდიდატი მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობიდან“ არ იქნება

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში, პარტიის კანდიდატი, აუცილებლად პარტიის წევრი არ იქნება.
“საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხება მხოლოდ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებით იქნება შესაძლებელი. საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნება, რა თქმა უნდა, მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობიდან“, იქნება ის, ვისაც ექნება ყველაზე დიდი შანსი დაამარცხოს „ქართული ოცნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ნიდერლანდებში იმყოფება, აცხადებს, რომ ის საქართველოში დაბრუნებასა და, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდთან ერთად, ხელისუფლების შეცვლაში პირადად მონაწილეობის მიღებას გეგმავს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. ვიდეო-მიმართვაში, რომელიც დღეს ენმ-ის წევრმა, ნიკა მელიამ ფეისბუქზე გაავრცელა, სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას დაპირებებსაც აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები