”თბილისის სატრანსპორტო კომპანია მზადაა, 10 აპრილიდან „სითი პარკის“ ფუნქციები გადმოიბაროს“

”პრობლემა არ არსებობს და ყველანაირი მზადყოფნაა იმისთვის, რომ ტრანსპორტის კომპანიამ 10 აპრილიდან გადმოიბაროს და პარკირების მიმართულებით მოაწესრიგოს ქალაქში არსებული მდგომარეობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იგეგმება თუ არა პარკირების საფასურის გაზრდა, რასაც ოპოზიცია ვარაუდობს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, განმარტებები ამასთან დაკავშირებით გაკეთებულია და სატრანსპორტო კომპანია ყველანაირად მზად არის, შეუდგეს 10 აპრილიდან თავისი მოვალეობის შესრულებას.
”პრობლემა არ არსებობს და ყველანაირი მზადყოფნაა იმისთვის, რომ ტრანსპორტის კომპანიამ 10 აპრილიდან გადმოიბაროს და პარკირების მიმართულებით მოაწესრიგოს ქალაქში არსებული მდგომარეობა. დაჯარიმებებს რაც შეეხება, თუ არასწორად იქნება გაჩერებული ავტომობილი, დაჯარიმდება. რაც შეეხება გადაყვანას, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი არასწორადაა გაჩერებული და ხელს უშლის, აფერხებს მოძრაობას და არ იქნება ეს ისე, როგორც ”სითი პარკის” შემთხვევაში იყო, როცა გადაყვანილი ავტომანქანებიდან შემოსულ თანხებს, როგორც ბიზნესს ისე უყურებდნენ. კეთილსინდისიერად იმოქმედებს ტრანსპორტის კომპანია. დაჯარიმების წესი არ შეიცვლება და თუ არღვევ, უნდა დაჯარიმდე”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერია 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები