დიმიტრი ლორთქიფანიძე: თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა დასახელდება, ის უალტერნატივო იქნება

“კარგი იქნება თუ ოპოზიციის მხრიდან დასახელდება ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. ვფიქრობ, რომ თუკი საყოველთაოდ დასახელდება ნინო ბურჯანაძე, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, მას ალტერნატივა არ ჰყავს”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნინო ბურჯანაძის კანდიდატურას წარმატების მიღწევის დიდი ალბათობა ექნება, რადგან ლორთქიფანიძის განმარტებით, მას აქვს მსოფლიოში სასარგებლო კონტაქტები.
“ნინო ბურჯანაძეს, წარმატების მიღწევის დიდი ალბათობა ექნება. წლის ბოლოს კონსტიტუციაში ძალაში შევა 35-ე ცვლილება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ექნება მაღალი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში, ანუ ის იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი გაზრდილი უფლებებით და ვინ, თუ არა პირი, რომელსაც აქვს სასარგებლო კონტაქტები მსოფლიოში, თანაბრად ესაუბრება ევროპას, რუსეთს, აღმოსავლეთს და სამხრეთს. ასეთი მე ნამდვილად მეგულება ნინო ბურჯანაძე, თუმცა რამდენად განიხილება მისი კანდიდატად დასახელება, ინფორმაცია არ მაქვს”,-განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები