რომან კაკულია: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა კეთდება ორი ძირითადი კომპონენტის გათვალისწინებით

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ თბილისის გენგეგმა ძალიან მნიშვნელოვანია.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა კეთდება ორი ძირითადი კომპონენტის გათვალისწინებით. ეს გახლავთ საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა ამ ტიპის გეგმების მომზადებისთვის. ეს მნიშვნელოვანია არამარტო იმისთვის, რომ თბილისის განვითარება იქნება სისტემური, არამედ, ეს არის მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. არამარტო თბილისი, ყველა ქალაქი ამ ვალდებულებისა და საჭიროების წინაშე დადგება და ის გამოცდილება, რომელიც ახლა დაგროვდება თბილისის შემთხვევაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. სივრცის მოწყობის კომპონენტში გამოცდილება, რომელიც ახლა გროვდება, ყოველთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და, სხვა კომპონენტებთან ერთად, შექმნის ძალიან მნიშვნელოვან პრაქტიკას სივრცის მოწყობისთვის“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები