9 აგვისტოს GEM FEST -2018 გაიხსნება

მუსიკალური ფესტივალი GEM FEST-ი 9-12 აგვისტოს გაიმართება. ინფორმაციას ფესტივალის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტრადიციულად ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორის, გიორგი სიგუას ინფორმაციით, ფესტივალზე სოხუმიდან ორი დიჯეის მოწვევა იგეგმება.
„9 აგვისტოს GEM FEST – 2018 გაიხსნება.  მოასწარით და იყიდეთ.  უფასო, მუქთა, ფასდაკლებიანი და ა. შ. ბილეთები არ იქნება.
ერთადერთი კატეგორია, ვინც უფასოდ შემოვა ფესტივალზე,  ტრადიციულად, ეს აფხაზეთის მაცხოვრებლები იქნებიან. ჰო კიდევ, 2 დიჯეი გვეყოლება წელს სოხუმიდან“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი სიგუა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები