ერევნის ცენტრში აფეთქება მოხდა, დაშავდა 9 ადამიანი
ერევანში, ჩრდილოეთ პროსპექტზე, რომელიც ერევნის ცენტრში მდებარეობს აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ სომხეთის გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების სამსახურში განაცხადეს. საავადმყოფოში სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით 7 ადამიანი გადაიყვანეს.
აფეთქება დაახლოებით საღამოს 20:45 საათზე მოხდა, ადგილზე გამოძახებული იყო სამაშველო სამსახური.
ინციდენტის ადგილზე უკვე გაემართნენ სამაშველო ჯგუფები, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და ეროვნული კრიზისული ცენტრის სწრაფი რეაგირების ჯგუფები.
სომხური მედიის ცნობით, ერთ–ერთ კაფე „King Burger”-ში ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა. აფეთქების მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის.