გალერეა „ერთი“ ლევან სონღულაშვილის გამოფენას უმასპინძლებს

4 აპრილს, 19:00 საათზე, გალერეა „ერთი” ლევან სონღულაშვილის მულტიმედიურ გამოფენას უმასპინძლებს.
როგორც მხატვრის ფეისბუქის გვერდზე  აღნიშნულია, გამოფენას „სტიქსი“ ჰქვია და მხატვრობას, ვიდეოსა და ინსტალაციას აერთიანებს. ის არის ერთიანი კონცეფციის მქონე პროექტი, რომელიც სიმბოლურად მითიურ მდინარე სტიქსს უკავშირდება …
გამოფენის კურატორია  ბრიტანელი კრიტიკოსი – მარკ გიზბურნი. მისი თქმით, სტიქსი ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის იქნება პირადი მოგზაურობა ცნობიერსა და არაცნობიერს შორის…
გამოფენა 22 მაისამდე გასტანს.
მის: ინგოროყვას №19.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები