გორის რაიონში მომხდარ უბედურ შემთხვევას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში, დენის დარტყმის შედეგად, ადგილობრივი მაცხოვრებელი, 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ის, თანმხლებ პირებთან ერთად, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ბოძზე იყო ასული, რა დროსაც დენმა დაარტყა და შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
გარდაცვლილის გარდა, სხეულის დაზიანება კიდევ ერთმა პირმა მიიღო. იგი სტაციონარშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
უბედური შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.