ირაკლი აბუსერიძე: ქალაქის სწორი განვითარებისთვის გენერალური გეგმის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
„კახა კალაძემ როგორც ყოველთვის რაციონალური და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება მიიღო“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი აბუსერიძე თბილისის მერის დღევანდელ გადაწყვეტილებას „სითი ინსტიტუტის“ თაობაზე.
როგორც ირაკლი აბუსერიძე აღნიშნავს, ქალაქის სწორი განვითარებისთვის გენერალური გეგმის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ქალაქის სწორი განვითარებისთვის გენერალური გეგმის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კახა კალაძემ როგორც ყოველთვის რაციონალური და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმად „ სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლები მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად მუშაობას გააგრძელებენ, რომ ხარვეზები გამოასწორონ. ჩვენი მიზანია საბოლოოდ მივიღოთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და გათვალისწინებული იქნება ის ძირეული პრინციპები, როგორიცაა თბილისი- საცხოვრებლად მიმზიდველი, კულტურული ძეგლების შენარჩუნებაზე ორიენტირებული მწვანე ქალაქი უსაფრთხო და მდგრადი განვითარებით. მე მჯერა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქალაქში დასრულდება ქაოტური განაშენიანება!“ – აცხადებს ირაკლი აბუსერიძე.