გიორგი ხატიძე: კახა კალაძე თავიდანვე შედეგზე იყო ორიენტირებული

უმრავლესობის წვერი, გიორგი ხატიძე, დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომენტარს აკეთებს.
“დედაქალაქის მერი თავიდანვე შედეგზე იყო ორიენტირებული და დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს დადასტურდა, მაშინ როდესაც, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი თბილისის მომავალზე და მოქალაქეების კომფორტის ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობდა. ყველამ დავინახეთ, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი შოუს მოწყობა იყო“ – განაცხადა ხატიძემ.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, „სითი ინსტიტუტს“ მიეცა ვადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულოს. საბოლოო დოკუმენტაცია 1-ელ ივნისს უნდა იყოს წარმოდგენილი. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მერია კომპანიასთან ერთად მუშაობაში ჩაერთვება და „მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ხარისხიანი გენგეგმის შემუშავებას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები