დღეს ჰამბურგში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკალური პროგრამა გაიხსნება

 2 აპრილს ჰამბურგში ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავს.
როგორც „კვირას“ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ამ კონცერტით ElbPhilharmonie-იის დარბაზში გაიხსნება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკალური პროგრამა, რომელიც მთელი წელი სხვადასხვა ქალაქში იქნება წარმოდგენილი.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება და  საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები